
შემთხვევით დამეწერა... მთლად ნუ შეიმჩნევთ :)
შენი ღიმილი ჩემი შთაგონების წყაროა. არ ვიცი, როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასე. ახლა შენს ღიმილს შენი ძაღლის ყეფაც დაერთო და ეს ორი რამ თითქოს ჰაერივით მჭირდება ყოველ დღე, – ძალიან ძნელია დიდხანს მათ გარეშე გაჩერება... არადა რა იშვიათი სიამოვნებაა ეს ყველაფერი?! როცა გხედავ, იმ დღეს მოწოდების სიმაღლეზე ვარ და მუზები მახრჩობს. ახლა რასაც ვწერ ვიცი, მაინც და მაინც მუზების შემოტევა არ ქვია, მაგრამ ყოველდღიურ, გაკომპიუტერიზირებულ აზროვნებასთან შედარებით, ალბათ ესეც მიღწევაა უკვე... ჰოდა, "მუზები" რომ მხოლოდ ასე, თვეში ერთხელ მაწუხებენ, შენი ბრალია! – უფრო ხშირად უნდა იარო სადარბაზოში :)
ვიცი, არ გიცნობ და ვერც ვერასოდეს გაგიცნობ. ამიტომ მომწონხარ, ალბათ! "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემიო"... ჰო, ასეა! უბრალოდ მომწონს, როცა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სახლიდან გამოსულს, ან სახლში მიმავალს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ამას არ ველოდები (რადგან როცა რამეს ველოდებით, არასდროს სრულდება ჩვენი მოლოდინი), ისე უცაბედად მეჩეხები სადარბაზოში და ისე მიღიმი (ამჯერად შენი პატარა ლეკვიც ყეფით გყვება), რომ გეფიცები, ეს ყველაფერი საკმარისია, ის დღე ჩემს დღედ ჩავთვალო! არ ვიცი, რა ენერგია მოდის შენგან. ან მხოლოდ მე მედება ეს მუხტი თუ ყველას, ვინც შენ გიყურებს? ვინ იცის... უბრალოდ მიყვარს, როცა დიდი პაუზის შემდეგ ასე მოულოდნელად ჩამოანგრევხოლმე ჩემს ყოველდღიური, ცუდი თუ კარგი ( და სხვათა შორის, ხშირად საინტერესო) ამბებით ნაშენებ კედელს და ... და ... უბრალოდ ... მიღიმი და გამარჯობას ამბობ ...
ყველაზე ძალიან კი იცი რა მომენტი მომწონს და რაზე მეცინება მთელი ამ შეხვედრებიდან? – რომ შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამხელა აურზაურს იწვევ ჩემში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. თაყვანისმცემლებიც მყავს და აქა იქ მეც მომწონს ზოგიერთი, აი შენ რაღაც სულ სხვა ხარ. " აუხდენელი როგორც ოცნება, მიუწვდომელი, – როგოც მზის სხივი" და არც მინდა ეს შეიცვალოს და არც მინდა შენ რამე იცოდე!
მე კი მივყვები ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორც ყველა. აი, მაგალითად, ახლა ვზივარ ჩემს ოთახში, ხვალ კოლოქვიუმი მაქვს, რომლის სწავლაც სიკვდილამდე მეზარება. ვზივარ ასე, თან ვწერ, თან ვიყურები გარშემო... ჩემი ოთახი ... ჩემი წიგნები კარადა,რომელიც სუვენირებითაა სავსე: პრაღის "ბინოკლს" ვუყურებ და ჩემი პირველი მოგზაურობა მახსენდება... გერმანია ... პარიზი ... ეს ვენეციური თოჯინა ისე იღიმის, ნაძალადევად, როგორც ზოგიერთი ნიღაბს ამოფარებული ადამიანი... ქვისგან გამოთლილი ორი ლარნაკი, რომლის შეხედვაზეც რაღაცნაირი სიცივე მიპყრობს (ახლა დავაკვირდი – ზომაში ცალ–ცალები ყოფილან :) ) ... მოხატული ჭიქა, რომელიც ერთ–ერთ (დაკონკრეტება რა საჭიროა) კონკურსში მოვიგე. თანაც როგორ მოვიგე? – ბავშვებს მოვუგე :) ... ბურატინოს მარიონეტი, რომელიც ისევ ზოგიერთ ადამიანს მაგონებს. რატომღაც ვერაფრით ვისწავლე ამ თოჯინით თამაში... სურათები... ქვემოთ თაროზე კი ჩემი საყვარელი წიგნები. The Host, რომლის ცალი თვალი ყდიდან ისე შემომყურებს, თითქოს დახმარებას მთხოვს და რომლის ღმერთმა იცის, რამდენი მემილიონედი ცალი ახლა, აი ამ წუთას მსოფლიოს რომელიღაც წერტილში იკითხება ვიღაცის ხელებში მოქცეული.... დოჩანაშვილის მოთხრობები, რომელიც ერთ ბიჭს მაგონებს ( რაღა დავმალო და ის ბიჭი მომწონს კიდეც). უფრო ქვემოთ, თაროზევე, დისკები ალაგია. მათ გახსენებაზე windows-ის გადაყენება მახსენდება და ტანში მბურძგლავს :) მის გვერდით კი ქსეროქსის ცარიელი ფურცლებია. მასზეც მაქვს მოგონება – ერთ ღამეში 500 ფურცელი რომ ვაქსეროქსე :)) (თუმცა შაქარი მაინც არ მიმტვრევია ;) ). ეს არის ჩემი კარადა. კარადა, რომელიც ჩემი ცროვრების დიდ (უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი– აზრობრივად მნიშვნელოვან) ნაწილს იტევს. მის მოპრდაპირე მხარეს კი, კედელზე, ჩემი სურათებია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული – ესეც მნიშვნელოვანი და ყველაზე მხიარული ადგილია ჩემს ოთახში. და რა თქმა უნდა ჩემი კომპიუტერი, რომელშიც ზუსტად ამ წამს ასეთი ლექსი მომიძღვნეს(თუმცა ვიცი, ჩემი იგნორების გამო ამ ადამიანის მიმართ, არანაირად არ ვარ ღირსი და არც ვიცი მაინც რისთვის გიჟდება ჩემთვის):
არ მინდა ეს ლექსი ცუდად გამომივიდეს. უბრალოდ ვეცადე, ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი ამეწერა. დამეწერა, თუ როგორ მიდის ჩემი ცხოვრება, ჩემი დღეები – შენი ღიმილიდან ღიმილამდე...
ხვალიდან კი, ისევ ველოდები, როდის შემხვდები სადარბაზოში და ... და ... შენი ლეკვი დაიწყებს ყეფას, შენ კი ...
მხოლოდ გამარჯობა და
ღიმილი...მეტი არ მინდა...
ხანდახან სიტყვები ყველაფერს აფუჭებენ...
P.S. ხვალ კოლოქვიუმში 0 ქულას ვიღებ!

2 comments:
WOA! შენ აღარ ხუმრობ არა? :) მშვენიერი დასაწყისია! :))))
კოსლიპა :*
Post a Comment